Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პატივი მიაგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას


ოთხშაბათს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოთხი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი მიაგო კომიტეტის გენერალური ასამბლეის გახსნისას, სოჭის მახლობლად. ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, უისლერის ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვების დროს დაიღუპა. ის დიდი სიჩქარით დაშვებისას ტრასიდან ამოვარდა და ლითონის სვეტს შეეჯახა. სპორტსმენის ხსოსვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია დაგეგმილი სოჭის ოლიმპიადის დროს არ არის. ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია აპირებს კერძო ცერემონია ჩაატაროს მოციგავის დაღუპვის დღეს, 12 თებერვალს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაივიწყებს ქუმარიტაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასო.
XS
SM
MD
LG