სკოლაში ხუთის ნაცვლად, ისევ ექვსი წლის ბავშვებს მიიღებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს ექვსი წლით. ამასთან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვრა გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე. სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 6 თებერვალს გაიმართა. სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, განათლების სფეროს ექსპერტებსა და ფსიქოლოგებს შეხვდნენ.
ყველაზე პოპულარული
1