Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს ჟურნალისტის ცემაში ეჭვმიტანილი პირები


უკრაინის პროკურატურის განცხადებით, დააკავეს ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვოლის ცემაში ეჭვმიტანილი პირები. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, ჩორნოვოლზე 25 დეკემბერს თავდასხმის მოტივი არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. გენერალური პროკურორის მოადგილე რომან ანდრეევმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი მამაკაცი და ეძებენ კიდევ სამს. ამავე წყაროს ცნობით, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი რუსეთში დააკავეს და უკრაინამ უკვე მოითხოვა მისი ექსტრადიცია. ანდრეევი აცხადებს, რომ ექვსმა მამაკაცმა დანაშაული „ხულიგნობის მოტივით“ ჩაიდინა. ჩორნოვოლის სტატიები ოპოზიციურ ვებსაიტზე, „უკრაინსკა პრავდაზე“ ქვეყნდება და თავდასხმა მოხდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩორნოვოლის წერილი მაღალი რანგის ოფიციალური პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
XS
SM
MD
LG