Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ადამიანი დაშავდა მომცრო აფეთქების შედეგად


კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, მოედანზე ხუთშაბათს დილით იპოვეს პაკეტი წარწერით „წამლები“ - გახსნის დროს პაკეტი აფეთქდა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი აქტივისტი. ის საავადმყოფოში მოათავსეს. დამოუკიდებლობის მოედანზე ასობით დემონსტრანტი რჩება. ამასობაში, უკრაინის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები კვლავ ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას კონსტიტუციის შესაცვლელად. ცვლილების მიზანია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ოპოზიციის ლიდერი არსენი იაცენიუკი შეეხო სოჭში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვიზიტსაც, რომელიც ითვალისწინებს რუს კოლეგასთან მის შეხვედრას. „მოგიწოდებთ თქვენ (დეპუტატებს) და ვიქტორ იანუკოვიჩს: არა გაქვთ უფლება, უბრალოდ, სადღაც წახვიდეთ და გაყიდოთ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი. სოჭში სხვას ვერაფერს მიიღებთ, გარდა რუსეთის პროვინციის გუბერნატორის პოსტისა. ჩვენი პოზიცია უცვლელია - კონსტიტუციის პროექტი მზად არის. ქვეყნისთვის საჭიროა, რომ ის საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს“, - განაცხადა იაცენიუკმა პარლამენტში გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG