სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა შვიდის გადარჩენა მოახერხეს ატლანტის ოკეანეში მცირე გემის ჩაძირვის შედეგად, რომელიც ამერიკის შტატ ფლორიდის ნაპირებიდან დაახლოებით 120 კილომეტრში ჩაიძირა. როგორც აშშ-ის სანაპირო დაცვა იტყობინება, რვამეტრიანი გემი, რომელზეც იმყოფებოდნენ დევნილები კარიბის რეგიონიდან, ამობრუნდა. ამ დრომდე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე და რა გახდა გემის დაღუპვის მიზეზი. სამძებრო-სამაშველო საქმიანობა კვლავაც გრძელდება.
ყველაზე პოპულარული
1