Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომეხმა სნაიპერმა მისი ჯარისკაცი მოკლა


აზერბაიჯანმა ისევ დაადანაშაულა სომხეთი მთიანი ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ ზავის დარღვევაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომეხმა სნაიპერმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლა. გასულ თვეში აზერბაიჯანმა სომხური მხარე ორი სამხედრო მოსამსახურის მოკვლაში დაადანაშაულა. ორ მხარეს შორის მრავალი წელია, კონფლიქტს იწვევს აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონი, რომელსაც 1990-ანი წლების ომის შემდეგ ეთნიკური სომხები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG