საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს "დიდი ოდენობით" უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. შსს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, პოლიციელებმა საეჭვოდ მიჩნეულ, BMW-ის მარკის მანქანის მძღოლს გაჩერება სთხოვეს, თუმცა მძღოლი ბრძანებას "არ დაემორჩილა“. სამართალდამცავები დაედევნენ მანქანას, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა და შემდეგ თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. შსს-ს ცნობით ორივე პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). შსს-ის ცნობით, „სამართალდამცველებმა მიტოვებული ავტომანქანის დათვალიერებისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ეს“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის 5 ჭურვი, 579 საბრძოლო ვაზნა, ვაზნების მოსათავსებელი 3 ჟილეტი, 17 მჭიდი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს“.
ყველაზე პოპულარული
1