Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი კიევში დაბრუნდა სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც სოჭში შეხვდა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. მხარეებს არ გაუკეთებიათ განცხადებები ორი ლიდერის საუბრის დეტალებზე გარდა იმისა, რომ პარასკევის შეხვედრა მოკლე იყო და ჩატარდა „ფიშტის“ სტადიონზე, სადაც გაიმართა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. მოსალოდნელი იყო, რომ იანუკოვიჩის და პუტინის საუბრის თემა იქნებოდა, რა ბედი მოელის რუსეთის მიერ დაპირებულ 15 მილიარდი დოლარის დახმარებას, რომლის უკრაინისათვის მიწოდებაც შეჩერებულია უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
XS
SM
MD
LG