Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 34:9 დაამარცხა პორტუგალიის გუნდი


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ლისაბონში გამართულ მატჩში დაამარცხა პორტუგალიის გუნდი ანგარიშით 34:9 და ამით მოიპოვა მეორე გამარჯვება ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში. შემდეგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 22 თებერვალს, თბილისში გამართავენ. მათი მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება. ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშება ამავე დროს არის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
XS
SM
MD
LG