Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალინზე ეკლესიაში ორი ადამიანი მოკლეს


რუსი ოფიციალური პირების ცნობით, კუნძულ სახალინზე შეიარაღებული პირი შეიჭრა მართლმადიდებლურ ტაძარში, მოკლა ორი და დაჭრა ექვსი ადამიანი. ეკლესიის ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიღუპნენ მონაზონი და მრევლის ერთი წევრი. ხოლო დაჭრილების უმრავლესობას ფეხებში აქვს ნასროლი და მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. თავდამხსმელი დაკავებულია. საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველოს პრეს-სამსახურის ცნობით, 1989 წელს დაბადებული მამაკაცი მუშაობს მცველად ქალაქ იუჟნო სახალინსკიში დაფუძნებულ ერთ-ერთ კომპანიაში.
XS
SM
MD
LG