Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე


სოჭის ოლიმპიური თამაშების მასპინძელმა ქვეყანამ, რუსეთმა, კვირას პირველი ოქროს მედალი მოიპოვა - გუნდურ ფიგურულ სრიალში გამარჯვება უზრუნველყო ევგენი პლუშენკოს და იულია ლიპნიცკაიას გამოსვლებმა. მაყურებლით სავსე დარბაზში მათ გამოსვლას თვალს ადევნებდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ოლიმპიური მედლების რაოდენობით, ასპარეზობის პირველივე დღიდან, ანუ 8 თებერვლიდან ლიდერობს ნორვეგია. კვირა საღამოს მონაცემებით, მის ანგარიშზეა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. მედლების რაოდენობით, მეორე ადგილზეა ნიდერლანდი, მესამეზე - შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG