Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია ელოდება საკრებულოს შენიშვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე


თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკრებულოსგან შენიშვნებს და წინადადებებს ითხოვს დედაქალაქის მერია. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "მიუხედავად მერიის მზადყოფნისა შაბათ-კვირის განმავლობაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიეღო საკრებულოს უმრავლესობის წერილობითი წინადადებები, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.“ თბილისის მერია ვარაუდობს, რომ საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები ამ დრომდე არ ჩამოუყალიბებია. „არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაყვანა, რათა 12 თებერვალს, ბიუჯეტის პროექტის განხილვას კვლავ ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. ვფიქრობთ, რომ პროცესს არ უნდა აფერხებდეს აშშ-ში საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ხანგრძლივი მივლინება და შესაბამისად ვთხოვთ უმრავლესობას, წინადადებები მერიას დღეს მაინც მიაწოდოს“,- ნათქვამია განცხადებაში. თბილისის მერიის საპასუხოდ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ფრაქციები და კომიტეტები ბიუჯეტის პროექტის განხილვას განაგრძობენ და შენიშვნებს და წინადადებებს მერიას სავარაუდოდ, დღეს გაუგზავნიან.
XS
SM
MD
LG