Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია ამ ქვეყნის ქიმიური იარაღის არსენალის მესამე პარტიამ დატოვა


სირიიდან გაიტანეს ამ ქვეყნის ქიმიური იარაღის მესამე პარტია. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანახმად (ის მეთვალყურეობას უწევს სირიის ქიმიურ განიარაღებას), ორშაბათს მასალები დაიტვირთა ნორვეგიულ გემზე, რომელსაც გზაში თანხლებას უწევენ ჩინეთის, დანიის, ნორვეგიის და რუსეთის სამხედრო ფლოტის გემები. სირია თავისი ქიმური იარაღის საბოლოო განადგურების გეგმას ჩამორჩება ერთი თვით, მაგრამ იმედოვნებს, რომ სრულ განადგურებას, 30 ივნისისთვის მოახერხებს.
XS
SM
MD
LG