Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეწინააღმდეგება სირიის შესახებ რეზოლუციას


სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევაში პირისპირ შეხვდნენ სამთავრობო დელეგაციას, აცხადებენ, რომ გავლენ მოლაპარაკებების პროცესიდან, თუკი არ იქნება მიღწეული პროგრესი. ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა და „მიუღებელი“ უწოდა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ სირიის თაობაზე მომზადებულ ახალი რეზოლუციის ტექსტს. „ის იდეები, რომელიც ამ პროცესების ინიციატორებმა გაგვიზიარეს, - აბსოლუტურად მიუღებელია და შეიცავს ულტიმატუმს სირიის მთავრობის მიმართ: იცოდეთ, თუკი რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ყველაფერი არ გადაწყდება, ავტომატურად დაგიწესებთ სანქციებსო. იცით, ეს არასერიოზული და ეს ზიანს მიაყენებს ავტორიტეტს გაეროს უშიშროების საბჭოსას, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი,“-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გავრცელებული ინფორმაციით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული პროექტი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან სირიაში დახმარების გაგზავნას. სირიის მთავარი მოკავშირე რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის დაუჭიროს მხარი რეზოლუციას, თუკი ტერორისტული ქმედებები სირიაში დაგმობილი იქნება.
XS
SM
MD
LG