12 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „არტარეას“ აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ხუნწარია. პირველი ქართული პორტალი, ინტერნეტტელევიზია „არტარეა“, რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს მოიცავს, დაარსებიდან თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე სატელევიზიო სივრცეში ინაცვლებს. ამ ეტაპზე მისი ყურება „სილქნეთისა“ და „კავკასუს ტვ“-ს საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც ვებპორტალის დამფუძნებლები ამბობენ, მისი ყურება მაყურებელს უახლოეს მომავალში სხვა საკაბელო არხებითაც შეეძლება.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.