საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას. შარშანდელ სამომხმარებლო კალათას დაემატა 11 და გამოაკლდა 4 საქონელი. რა მოცულობა უჭირავს კალათაში სურსათს, გაზრდილია თუ შემცირებული სურსათის ჩამონათვალი, როგორ გამოიყურება საარსებო მინიმუმის კალათა და რა თანხას ადგენს სახელმწიფო საარსებო მინიმუმად - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლების სტუდიაში მოვიწვიეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ ცეკვავა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ევგენიძე.
-
ეკა ქევანიშვილი
მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.