პაკისტანის პოლიციის ცნობით, ჩრდილოდასავლეთის ქალაქ ფეშავარში ექსტრემისტებმა დახოცეს თალიბანთან მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფის ცხრა წევრი. პოლიციის ცნობით, ჯგუფის ხელმძღვანელის სახლს 25-მდე ექსტრემისტი დაესხა თავს და მასთან ერთად მისი რვა ნათესავიც იმსხვერპლა. ერთი დღით ადრე ქალაქის ერთ-ერთ კინოთეატრში თავდამსხმელებმა ყუმბარები შეაგდეს, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პაკისტანის თალიბანი მთავრობას ძალადობრივად ებრძვის მისი დამხობის და ისლამურ შარიათზე დაფუძნებული კანონების შემოღების მიზნით.