Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ გააუქმოს ქარიმოვის მიწვევა


31 ხელმომწერისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს პროფკავშირებს, ინვესტორებს და უფლებადამცველებს, ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს მოუწოდა გააუქმოს უზბეკეთის ლიდერის, ისლამ ქარიმოვის მიწვევა, რომლის საფუძველზეც პრაღაში მისი ოფიციალური ვიზიტი უნდა შედგეს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილში ჯგუფი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გეგმავს ოფიციალურად უმასპინძლოს ქარიმოვს - ლიდერს, რომლის 25-წლიანი მმართველობა მოიცავს პოლიციაში წამებას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას და იძულებით შრომას ბამბის მრეწველობაში. ზემანი, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებად ღიად განიხილავს, აცხადებს, რომ ვიზიტს არ გააუქმებს და „ფარისევლებს“ უწოდებს მათ, ვინც ამისკენ მოუწოდებს. ქარიმოვის ჩეხეთში ვიზიტი 20-22 თებერვალს უნდა შედგეს. ეს ევროპაში მისი მესამე ვიზიტი იქნება 2005 წლის შემდეგ - როცა ტაშკენტს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ანდიჟანში შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების დახოცვის გამო.
XS
SM
MD
LG