Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი პირების შეხვედრას არ გამორიცხავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე


საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი პირების შეხვედრას არ გამორიცხავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ამასთან, მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი შეხვედრის მომზადება ძალიან სერიოზული საქმეა. „თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, რაც დღეს და ხვალ ვერ მოხდება,“ აღნიშნა ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატს შარშან კონკრეტული შედეგები მოჰყვა. „ეს ფორმატი კარგია, მაგრამ ვერ წყვეტს ჩვენს მთავარ პრობლემას – საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანებაა," განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG