მაშინ, როცა უკრაინაში გრძელდება მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, აქტივისტებმა თავიანთი მესიჯებისთვის ახალი მედიუმი იპოვეს. ევრომაიდნის დემონსტრანტთა მომხრე მხატვრებმა წარმოადგინეს 100-ზე მეტი მოხატული ჩაფხუტი, რომელთა მსგავს ჩაფხუტებს საპროტესტო აქციების მონაწილენი იყენებენ პოლიციასთან შეტაკებების დროს. მოხატულობის თემატიკა მრავალფეროვანია: რელიგიური ხატებიდან და ნაციონალისტური ლოზუნგებიდან ხალხური ხელოვნების სტილამდე. (ფოტოები: ირინა სტელმახი, რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია)
ევრომაიდნის ჩაფხუტები
1
კიევში, "უკრაინის სახლსა" და ქალაქის მერიის შენობებში, რომლებიც ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ხელშია, გამოფენილია ასამდე მოხატული ჩაფხუტი.
2
ყვავილებით გაფორმებული უკრაინის სახელმწიფო გერბი.
3
ერთ-ერთ ჩაფხუტს აწერია "22.01.2014". ამ დღეს პოლიციასთან შეტაკებების შედეგად საპროტესტო გამოსვლების სამი მონაწილე დაიღუპა.
4
5
ზოგი მხატვარი "პეტრიკოვკის" სახელით ცნობილ ხალხურ სტილს იყენებს.
6
7
8
ჩაფხუტები ლოზუნგებით: "უკრაინა ევროპაში" და "ღირსების რევოლუცია."
9
10