Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ტიმოშენკოსთან შეხვედრისას „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს


ოთხშაბათს, ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს მოსანახულებლად მისულ უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს, არსენი იაცენიუკს და მის მოადგილეს, ალექსანდრ ტურჩინოვს თავდამსხმელებმა „ბრილიანტის მწვანის“ სახელით ცნობილი ანტისეპტიკური ხსნარი შეასხეს. ერთი თავდამსხმელი გაიქცა, მეორე პოლიციამ დააკავა. ინციდენტამდე იაცენიუკი, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას ტიმოშენკოს ფრაქციას „ბატკივშჩინა“, ესაუბრა ტიმოშენკოს - რომელიც ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება, რასაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აღიქვამს. ამჟამად ტიმოშენკო საავადმყოფოშია გადაყვანილი და ზურგის ტკივილებს მკურნალობს. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს გაზეთ „კომერსანტში“ სტატია გამოაქვეყნა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის მომავალზე გავლენის მოხდენის მცდელობები, რომლებიც ქვეყნის გარედან ხორციელდება, „მარცხით“ დასრულდება. უკრაინაში ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები აპროტესტებენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და ამის ნაცვლად რუსეთთან განემტკიცებინა კავშირები.
XS
SM
MD
LG