Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტმა გადადო პრაღაში ვიზიტი, კრიტიკის ფონზე


უზბეკეთის პრეზიდენტმა, ისლამ ქარიმოვმა, გადადო ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის მრჩეველმა, ჰინეკ კმონიჩეკმა რადიო თავისუფლების უზბეკურ რედაქციასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ 20-22 თებერვლისთვის დაგეგმილი ვიზიტი ამ ეტაპზე კალენდრიდან ამოღებულია. ქარიმოვის მოსალოდნელ ვიზიტს კრიტიკით ეხმაურებოდნენ უფლებადამცველები - ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქარიმოვის 25-წლიანი რეჟიმი მოიცავს წამების პრაქტიკას, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას და იძულებით შრომას ბამბის მრეწველობაში. ოთხშაბათს 31 ხელმომწერისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს პროფკავშირებს, ინვესტორებს და უფლებადამცველებს, ღია წერილი გამოაქვეყნა და ჩეხეთის პრეზიდენტს ქარიმოვის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდა. ზემანმა ამის პასუხად ვიზიტის კრიტიკოსებს „ფარისევლები“ უწოდა. განხორციელების შემთხვევაში, ეს ვიზიტი ქარიმოვის მესამე ჩასვლა იქნებოდა ევროპაში მას შემდეგ, რაც 2005 წელს ევროკავშირმა ტაშკენტს სანქციები დაუწესა ანდიჟანში შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების დახოცვის გამო.
XS
SM
MD
LG