Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგისაქართველოს სამოქმედო გეგმას მაღალ შეფასებას აძლევს


საქართველო ადამიანის უფლებების საკითხში სამოქმედო გეგმის შემუშავების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზე დგას, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივ კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამერბერგმა განაცხადა საქართველოს სამთავრობო გეგმის პრეზიენტაციაზე. "ეს ძალიან კარგი დასაწყისია და ქვეყანას ნამდვილად შეუძლია, იამაყოს იმით, რა სამუშაოც უკვე შეასრულა, მაგრამ არ უნდა დაგვეუფლოს თვითკმაყოფილება, უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მივადევნოთ თვალი, რამდენად სრულდება ეს გეგმა, არ შეგვეშინდეს შეცდომების აღიარების, უნდა ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები ", - აღნიშნა ჰამერბერგმა. მისი თქმით, ადამიანის უფლებებზე საუბრისას უპირველესია კანონის წინაშე თანასწორობა, ხოლო ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში, დაცული უნდა იყოს ღირსება, ქალები თანაბრად უნდა სარგებლობდნენ იმ უფლებებით, რითაც მამაკაცები და შეეძლოთ, იგივე წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „აუცილებლად უნდა ვახსენო შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, ასევე უმცირესობების უფლებები. ისინი უნდა იყვნენ დაცული სახელმწიფოსგან შესაბამისად", - განაცხადა ჰამერბერგმა. მისი თქმით, ყველა ეს ძირითადი უფლება აღიარებული იყო ჯერ კიდევ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში და დღევანდელ კონსტიტუციაშიც მთელი თავი ეძღვნება ადამიანის უფლებებს.
XS
SM
MD
LG