Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი კახის რაიონში ეთნიკურ ქართველებს შეხვდა


აზერბაიჯანში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კახის რაიონს სტუმრობდა, კახში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელმა ქართველებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. პრეზიდენტის პატივსაცემად, ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ქართული სიმღერებიც შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა კახში ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და მადლობა გადაუხადა მათ მშობლიური ტრადიციების შენარჩუნებისა და ორი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. დიასპორასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანული მხარის მიერ ახლად გარემონტებულ ქართულ სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ ქართულენოვანი სახელმძღვანელოები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა.
XS
SM
MD
LG