6 თებერვალს გაიხსნა ბერლინის 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ბერლინალეზე იმყოფება გიორგი გვახარია, რომელიც აღნიშნავს, რომ ამჯერად გერმანიის დედაქალაქში არ ჩაუტანიათ უმაღლესი კლასის ფილმები, თუმცა შეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა კინოსკოლას შორის მაინც შედგა. ბერლინის კინოფესტივალი შაბათს სრულდება და გამარჯვებულებიც ამ დღეს გამოცხადდება.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.