Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია და ვახტანგ კაპანაძე გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან


საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფებოდნენ გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ჰოენფელსზე, სადაც ავღანეთში გამგზავრებამდე ემზადებიან მეორე ქვეითი ბრიგადის და სამთო-სადაზვერვო ბატალიონები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია და ვახტანგ კაპანაძე ამერიკის სამხედროების მიერ საქართველოს ჯარისკაცების წვრთნის დასკვნით ეტაპს დაესწრნენ. სამინისტროს ცნობით, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორებმა და მრჩეველთა ჯგუფმა ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასეს. გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რიჩარდ ტრაიონს და სახმელეთო ძალების მეთაურს, გენერალ დონალდ კემპბელს. ამერიკელი გენერლები საქართველოში ვიზიტს მაისში გეგმავენ.
XS
SM
MD
LG