Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი "საქართველო 2020"


საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობა გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებას, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციას, ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის ეტაპობრივად შემცირებას აპირებს - ამის შესახებ საუბარია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტში "საქართველო 2020," რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისთვის ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობას და საკუთრების უფლების დაცვის მთავარი გარანტორი იქნება. ამავე პროექტის თანახმად, მთავრობა შექმნის ეროვნული განვითარების საბჭოს, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრაზე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG