Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ: მოლდავეთზე ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ პარასკევს გამოთქვა იმედი, რომ მოლდავეთი უცხოეთიდან ზეწოლის გარეშე შესძლებს თავისი გეოპოლიტიკური მომავლის განსაზღვრას. კიშინიოვმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირება ნოემბერში მოახდინა. შეთანხმების ხელმოწერა აგვისტოში იგეგმება. გაჩნდა შეშფოთება, რომ რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებას შეეცდება საიმისოდ, რომ მოლდავეთი აიძულოს უარი თქვას ამ შეთანხმებაზე, როგორც ეს სომხეთის და უკრაინის შემთხვევებში მოხდა. ბრიუსელში, რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან ერთად ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ბაროზუმ თქვა, რომ ბასესკუსთან შეხვედრაზე განიხილა მოლდავეთსა და ევროკავშირის შორის ელექტროგაბმულობის, სარკინიგზო და საგზაო კავშირების განვითარება. ბაროზუმ განაცხადა, რომ ამ მიზნისთვის ევროკავშირს თანხები აქვს გამოყოფილი. ამასთან, მისი თქმით, ამგვარი ინფრასტრუქტურული კავშირების მხარდაჭერას ევროკავშირი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც სთხოვს.
XS
SM
MD
LG