Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ამოქმედდა ამნისტიის კანონი


ორშაბათიდან უკრაინაში ამოქმედდა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს პოლიციის მიერ დაკავებულ საპროტესტო აქციების ყველა მონაწილეს. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე აქციის ორგანიზატორებმა დააკმაყოფილეს კანონით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნები. კვირას დემონსტრანტებმა დატოვეს კიევის ადმინისტრაციის შენობა, რომელიც ორ თვეზე მეტი ხანი ჰქონდათ დაკავებული. ასევე ნაწილობრივ გახსნეს მოძრაობა გრუშევსკის ქუჩაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დემონსტრანტებისა და მილიციის სპეცდანიშნულების ნაწილის დაპირისპირების ეპიცენტრს წარმოადგენდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება 208 პირი და ერთი თვის განმავლობაში დაიხურება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკვე იყო აღძრული აქციის მონაწილეთა მიმართ.
XS
SM
MD
LG