Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენები ჩაერთვებიან


სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. პირველი სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება, რომელიც დღეს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 21 თებერვალს კი სლალომში. მისი თქმით, იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება, მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს. "თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე და არაერთ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე. ეს ჩემი მეორე ოლიმპიადაა და გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. აქაურ ტრასასთან შესაგუებლადაც დრო საკმაოდ მქონდა და ასე თუ ისე ალღოც ავუღე", - აღნიშნავს ნინო წიკლაური. სოჭში ოთხი ქართველი სპორტსმენი ასაპარეზობს. 19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) თამაშებში 19-20 თებერვალს ჩაერთვება. სოჭიდან პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს 11:00 საათიდან გადასცემს.
XS
SM
MD
LG