Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში დააკავეს ტოლოკონიკოვა და ალიოხინა


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ყოფილი წვერები ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა და მარია ალიოხინა სოჭში დააკავეს. ამის თაობაზე ინფორმაცია „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა მარია ალიოხინამ, რომლის თქმით ისინი დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი. თუმცა, ალიოხინას არ განუმარტავს, თუ კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი. რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტის სემიონ სემიონოვის ინფორმაციით აქტივისტი ქალები ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. ამავე ბრალდებით პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს 2012 წელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საპატიმროდან ისინი გასული წლის დეკემბერის ბოლოს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდნენ
XS
SM
MD
LG