უკრაინის ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა ერთი ჯგუფმა იერიში მიიტანა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე „რეგიონების პარტიის“ მთავარ შტაბზე და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად ცეცხლი წაუკიდა შენობის ქვედა სართულ. მოგვიანებით ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. პარალელურად დღესვე გრუშევსკის ქუჩაზე შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან არიან დაშავებულები. მრავალათასიანი კოლონა ცდილობდა დაებლოკა პარლამენტის შენობა, სადაც უკრაინის ოპოზიცია კენჭისყრაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხის კენჭისყრაზე გატანას ითხოვს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდენები. პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები დემონსტრანტები წინააღმდეგ ხმოვან ყუმბარებს, ცრემლმდენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ, დემონსტრატნები კი პოლიციას ქვებს უშენენ. შეტაკების დროს ორი დემონსტრანტი ქალი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების დაშავების შესახებ იტყობინება. დემონსტრანტებმა პოლიციის ორ მანქანას წაუკიდეს ცეცხლი.
ყველაზე პოპულარული
1