Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დააკვირდება მერაბიშვილის განაჩენის სააპელაციო განხილვას


კანონის დარღვევისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, ამასთან ევროკავშირი აპირებს ყურადღებით დააკვირდეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო განხილვას, - ამის თაობაზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოჩიაიანჩმა განაცხადა.ევროკავშირი ყოველთვის აცხადებდა, რომ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის, ვინ კანონს არღვევს. მაგრამ ამავდროულად სისხლის სამართლებრივი სასამართლო განხილვა მტკიცებულებებზე დამყარებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ფასეულობებთან სრულად შესაბამისი უნდა იყოს. და როცა ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება, ჩვენ კვლავ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ამ საქმის განხილვას“-განაცხადა კოჩიანჩიჩმა. ორშაბათს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG