Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ და თალიბანმა დაგმეს ექსტრემისტთა ყოფილი ლიდერის მკვლელობა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ და მისმა მოწინააღმდეგე თალიბანმა ერთად დაგმეს თალიბანის ყოფილი ლიდერის ამასწინანდელი მკვლელობა, რაც პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ორშაბათს განხორციელდა. მავლავი აბდულ რაყიბი ავღანეთის მშვიდობას შეეწირა, - ნათქვამია კარზაის წერილობით განცხადებაში, რომლის თანახმად, მონაწილეობდა რა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რაყიბი მხარს უჭერდა მშვიდობასა და შერიგებას ავღანეთში. ეთნიკური უზბეკი რაყიბი, რომელსაც თალიბანის მმართველობის დროს 1996-2001 წლებში დევნილთა საქმეების მინისტრის პოსტი ეკავა, 17 თებერვალს შეიარაღებულმა პირმა მოკლა ფეშავარში. თავის მხრივ, თალიბანმა დაგმო ყოფილი ლიდერის მკვლელობა და მას მზაკვრული საქციელი უწოდა. რაყიბი სამშაბათს ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინციაში მდებარე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.
XS
SM
MD
LG