Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “თეთრი ალამი აღმართა”


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “თეთრი ალამი აღმართა.” ამ შეფასებით გამოეხმაურა დღეს მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას მისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეს განიხილავს, ვანო მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ ზეწოლას განიცდის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავაც. „თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ დაცვის მცდელობა დაასაბუთოს ჩემი უდანაშაულობა, ფუჭი არ იქნება და საქართველოში დარჩება თუნდაც ერთი შენობა, რომელიც ჯერ არ გამხდარა ივანიშვილის პირადი საკუთრება“, - განაცხადა მერაბიშვილმა. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ უპასუხა, რომ სასამართლო ზეწოლას ნამდვილად არ განიცდის და გამამართლებელი, თუ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და სამართლიანი იქნება.
XS
SM
MD
LG