Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ევრომაიდნის შტურმი დაიწყო


უკრაინის სპეცდანიშნულების და შინაგანი ჯარის ნაწილებმა კიევში ევრომაიდნის შტურმი დაიწყეს. რამდენიმე ათასი მებრძოლი უტევს ბარიკადებს ევროპის მოედნისა და ინსტიტუტის ქუჩის მხრიდან. წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით პოლიციის ძალებმა რამდენიმე ადგილას გაარღვიეს ოპოზიციის მომხრეთა ბარიკადები. ოპოზიციის ლიდერები ხალხს მოუწოდებენ, დაიცვან ევრომაიდანი. სამშაბათს კიევის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციის ქვედანაყოფებს შორის მომხდარ შეტაკებებში ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა. მათ შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქეც, 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურცია. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ცხრას აღწევს. ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაგმეს კიევში მომხდარი ძალადობა, ხოლო ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ დაპირისპირება და განაახლონ დიალოგი.
XS
SM
MD
LG