Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ლიდერები უკრაინის ხელისუფლებას სანქციებით ემუქრებიან


ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბოლო ხანს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამო. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კიევში მომხდარ სისხლისღვრაში დაადანაშაულა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც, ბილდტის თქმით, „ხელები სისხლში აქვს გასვრილი.“
მოგვიანებით "უკრაინსკაია პრავდაში" გამოქვეყნებულ საავტორო წერილში, ბილდტმა უკრაინაში მომხდარს "ევროპის შავი დღე" უწოდა. ოთხშაბათს გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ უკრაინის საკითხზე. "ეს შემზარავი ვითარებაა. საუბარია 25 დაღუპულზე და ასობით დაჭრილზე, და ეს ხდება ჩვენგან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. ამდენად, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით და საფრანგეთი მოქმედებას აპირებს,“- განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა და აღნიშნა, რომ გერმანელ კოლეგასთან ერთად განიხილავს ცალკეულ ოფიციალურ პირთა მიმართ სანქციების შემოღების საკითხს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მომხდარ ძალადობაში კიევში სულ მცირე 25 დემონსტრანტი და პოლიციელი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, დაიღუპა. პოლიციის მიერ ევრომაიდნის გაწმენდის წუხანდელი სპეცოპერაციის შედეგად 400-მდე გაიზარდა დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა.
XS
SM
MD
LG