Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დელეგაცია აშშ-ში 22 თებერვალს გაემგზავრება და 1 მარტამდე გამართავს უმაღლესი დონის შეხევედრებს. "ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს არის აშშ-ში პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები გაღრმავდება და ხელი შეეწყობა მათ კიდევ უფრო განმტკიცებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში მიიწვია ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ფანჯიკიძის ინფორმაციით, ოფიციალური მიწვევა საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ დეკემბერში, თბილისში სტუმრობისას გადასცა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა და მას შემდეგ მიმდინარეობს ვიზიტის მომზადება. საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს შეხვდება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს. „პრემიერს ექნება შეხვედრა თეთრ სახლში და შესაძლებელია სხვა საინტერესო შეხვედრებიც იყოს, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ჯერ ვერ მოგაწვდით, რადგან თეთრი სახლის პროტოკოლთან შეთანხმებულები ვართ, რომ დეტალები წინასწარ არ იყოს გამჟღავნებული", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.
XS
SM
MD
LG