Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს თავდასხმაში ადანაშაულებს


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიევში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე ანტისამთავრობო მოძრაობის აქტივისტებმა უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცდანიშნულების ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რათა მოეგერიებინათ შეიარაღებული პირების უკრაინის პარლამენტთან მიახლოვება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის თაობაზე. ამავდროულად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი ზახარჩენკომ პარასკევს განაცხადა, რომ ბოლო დღეების მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით კი ხუთშაბათს მომხდარ ძალადობას 77-ი კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG