Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი აღარ აპირებს სასამართლოს სხდომებზე დასწრებას


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აღარ აპირებს თავისი სასამართლოს სხდომებზე დასწრებას. მას დღეს ჩვენება უნდა მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეს განიხილავს. მაგრამ მერაბიშვილმა სასამართლო პროცესს "სპექტაკლი" უწოდა და განაცხადა, რომ თეთრი ალამი უახლოეს პერიოდში აღიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავზეც. მერაბიშვილმა ხელისუფლება შურისძიებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პუტინის და მისი ოლიგარქი ივანიშვილის პატიმარია. სასამართლოს სხდომის დარბაზის დატოვებამდე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა და მეგობრებს ნაციონალური მოძრაობიდან მოუწოდა, ბოლომდე მიიყვანონ 2003 წელს დაწყებული საქმე.
XS
SM
MD
LG