Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დრომდე უცნობია დავით ყიფიანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი


კიევში საქართველოს მოქალაქის დავით ყიფიანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ყიფიანი 20 თებერვალს სნაიპერმა მოკლა, ოფიციალურ ცნობაში კი ბუნებრივ გარდაცვალებაზეა საუბარი. დავით ყიფიანის ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკრაინულ მხარეს გვამის ექსპერტიზის ნება დართო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს კონსულს წუხელ არ მისცეს საშუალება გარდაცვლილის ცხედარი კიევის პროზექტურაში ენახა. ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ კონსული დღეს შეძლებს დავით ყიფიანის გარდაცვალების მიზეზის დადგენას. მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა სამშობლოში დავით ყიფიანის გადმოსვენების პროცედურა უპრობლემოდ წარიმართოს. გვიან ღამით უკრაინიდან თბილისში, შემდეგ კი სენაკში გადაასვენეს კიევში 18 თებერვალს გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ზურაბ ხურცია. მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა.
XS
SM
MD
LG