Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ეროვნული საბჭო თანხმდება უკრაინის პრეზიდენტის წინადადებას


გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ევრომაიდანზე წინააღმდეგობის მოძრაობის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, აცხადებენ, რომ სახალხო ვეჩე დათანხმდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების თაობაზე შეთავაზებულ გეგმას. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბერში, აღდგეს 2004 წლის კონსტიტუცია, შეიკვეცოს საპრეზიდენტო ძალაუფლება და, პარალელურად, დაიწყოს ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ცხრასაათიანი მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. მოგვიანებით მათ შეუერთდა რუსეთის ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებში რწმუნებული ვლადიმირ ლუკინი.
XS
SM
MD
LG