Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კვლავ საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთდა


უკრაინის პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი და უმრავლესობით 386 ხმით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად უკრაინა კვლავ საპარლამეტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადდა. „ამ გადაწყვეტილებით უკრაინის უზენაესი საბჭო ღებულობს აღმასრულებელი და სასამართლო და ხელისუფლების დაკომპლექტების უფლებას და პარლამენტი აღარასოდეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფილიალიო“, - განაცხადა ფრაქცია „ბატკივშინის“ ლიდერმა არსენი იაცენიუკმა, რომელმაც დასძინა, რომ უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება ამ შესწორებით 2017 წლამდე გაგრძელდება.უკრაინის ოპოზიცია დათანხმდა პრეზიდენტ ვიქორ იანუკოვიჩის მიერ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების თაობაზე შეთავაზებულ გეგმას. შეთანხმება ითვალისწინებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერში ჩატარებას, აღდგება 2004 წლის კონსტიტუცია, შეიკვეცება საპრეზიდენტო ძალაუფლება და პარალელურად დაიწყება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება.
XS
SM
MD
LG