Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ ოლიმპიელთა მონაგარი: ერთი მე-19 და ერთი 49-ე ადგილი


კვირას, 23 თებერვალს, სოჭში საზეიმოდ დაიხურება ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები. მაგრამ ქართველი სპორტსმენებისთვის „თეთრი ოლიმპიადა“ უკვე დამთავრდა. პარასკევს სპეციალური სლალომის ტრასაზე წარუმატებლად იასპარეზა ნინო წიკლაურმა, რომელიც პირველივე ცდაზე გამოეთიშა ასპარეზობას. მანამდე, 18 თებერვალს, 20 წლის სპორტსმენმა 49-ე ადგილი დაიკავა გიგანტურ სლალომში. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქართველ სამთომოთხილამურეს, იასონ აბრამაშვილსა და ალექსი ბენიაიძეს, მათ 19 თებერვალს, გიგანტური სლალომის ტრასაზე, პირველივე ცდაზე მოეცარათ ხელი და დისტანცია ვერ დაასრულეს. საქართველოს ოთხკაციანი ოლიმპიური დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ელენე გედევანიშვილმა მოციგურავე ქალთა ასპარეზობაში მე-19 ადგილი დაიკავა.
XS
SM
MD
LG