Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე


თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა უკრაინის უზენაესი საბჭოს, "ვერხოვნა რადის" თავმჯდომარე, იანუკოვიჩის მომხრე ვლადიმირ რიბაკი. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, რუსლან კუშილინსკიმ რიბაკის გადადგომის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. პარალელურად უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობის „თავდაცვის ორგანიზაციამ“ მეჟგორიეში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენცია დაიკავა. პრეზიდენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი თანმხლებ პირებთან ერთად ხარკოვში გაფრინდა. თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა. პრეზიდენტის მხარდამჭერი „რეგიონების პარტიის“ წევრები აცხადებენ, რომ არ იციან, თუ სად იმყოფება ვიქტორ იანუკოვიჩი.
XS
SM
MD
LG