Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დაეხმარებიან


აშშ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას ეკონომიკის აღორძინებისათვის ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ინფორმაციამ, რომ უკრაინის ვალებში ჩაფლული ეკონომიკა დეფოლტის წინაშე დგას, პანიკა გამოიწვია საფონდო ბირჟებზე, სადაც უკრაინის ობლიგაციების რაოდენობა მკვეთრად მატულობს, ხოლო ეროვნული ვალუტა გრივნა კი განაგრძობს დევალვაციას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯეიკობ ლიუ, რომელიც კვირას სიდნეის „დიდი რვიანის“ სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილიანოვს შეხვდა, - რეფორმების გატარების შემთხვევაში უკრაინას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტიან ლაგარდმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა უკრაინისათვის ფინანსურ დახმარების თაობაზე.
XS
SM
MD
LG