Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრო 2016: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია


საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა ევროპის ფეხბურთელთა 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა, რომლის შედეგადაც უეფას წევრი 53 ქვეყნის ეროვნული გუნდები ცხრა ჯგუფში განაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მოხვდა D ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია და ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტი - გიბრალტარი. შესარჩევი მატჩები შემოდგომაზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას გამართავს 7 სექტემბერს თბილისში, ირლანდიის ეროვნულ გინდთან. ფინალურ ასპარეზობას, რომლის მონაწილეთა რიცხვიც 16-დან 24-მდე გაიზარდა, 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG