Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ონიანი უარყოფს უკანონობის ჩადენას


გიორგი ონიანს, როგორც თანამდებობის ყოფილ პირს საქმე კარგად ახსოვს, თუმცა უარყოფს, რომ რაიმე უკანონო ჩაიდინა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ადვოკატმა ცისმარი ონიანმა, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარდიოლოგიურ კლინიკაში მოინახულა. 23 თებერვალს ღამით დაკავებული ადვოკატი გიორგი ონიანი კლინიკაში გულის შეტევის გამო გადაიყვანეს. მისმა ადვოკატმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ონიანს სხეულზე გარეგანი დაზიანებები აღენიშნება. გიორგი ონიანის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ონიანი ბაჩანა ახალაიას ადვოკატია და სასამართლოში მის გამამართლებელ განაჩენებს მიაღწია. დღესვე თბილისში პრესკონფერენცია გამართა 2011 წლის ოქტომბერში დაკავებულმა, შპს „დაო პრინტის“ მენეჯერმა დავით შათირიშვილმა. მისი განცხადებით, დაკავება ბერა ივანიშვილის კლიპისთვის მაისურების დამზადების ფაქტს მოჰყვა, ნარკოტიკის შენახვის ბრალდებას კი ხელი იძულებით მოაწერა, რადგან ონიანი ოჯახის წევრების მიმართ ანალოგიური ბრალის წარდგენით დაემუქრა. შათირიშვილის განცხადებით, ონიანს პროკურატურაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უჩივლა.
XS
SM
MD
LG