Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კიევში ახალ ხელისუფლებას აღიარებს


ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ალექსანდრ ტურჩინოვს აღიარებს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმურ შემსრულებლად. ამავე დროს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა. მედვედევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ ამ ხელისუფლების აღიარება, მედვედევის სიტყვებით, ცნობიერებაში აბერაციაა, გადახრაა. არ ვიცი, რომელი კონსტიტუცია წაიკითხეს, მათ, რომელი კანონები, მაგრამ ეს ცნობიერების გადახრაა, როცა ლეგიტიმურს იმას უწოდებენ, რაც თავის არსით ამბოხის შედეგია. მისი თქმით, უკრაინაში დიალორგისთვის ლეგიტიმურ პარტნიორებს ვერ ხედავს. მედვედევის თქმით, გაზის ფასების სფეროში უკრაინასთან იანოუკოვიჩის მოსკოვში ყოფნისას მიღწეულ შეთანხმებას განხორციელების ვადები აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უკრაინელ პარტნიორებთან კონსულტაციის საგანი უნდა იყოს. ევროკომიის წარმომადგენელმა, ოლივიე ბეიიმ ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტმა, რომელმა შაბათს აირჩია ტურჩინოვი იანუკოვიჩის შემცვლელად, "კანონიერი და დემოკრატიული გადაწყვეტილება" მიიღო.
XS
SM
MD
LG