Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები უკრაინის ახალ მთავრობას უჭერენ მხარს


ათასობით ყირიმელი თათარი გავიდა ქუჩაში, ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში კვირას და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ახალ ხელისუფლოებას იანუკოვიჩიc გადაყენების შემდეგ. ყირიმელი თათრების თვითგამოცხადებულ ორგანოს, მეჯლისის, თავმჯდომარემ, რეფათ ჩუბაროვმა თავის გამოსვლაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყირიმის ახლანდელი მმართველები, თქვა რა, რომ ისინი იუნოკოვიჩის რეგიონული პარტიის წარმომადგენლები არიან დონეცკის რეგიონიდან. ჩუბაროვმა მოითხოვა, რომ ყირიმი ადგილობრივებმა მართონ. სევასტოპოლში, კვირას, იანუკოვიჩის ათასობით მომხრემ გამართა გამოსვლა. მიტინგზე გამომსვლელები თვლიან, რომ არ უნდა გადაუხადონ გადასახადი კიევს.
XS
SM
MD
LG